აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზის სექტორში ვიზიტის შემდეგ რუსეთში ჩავა.

"ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში" – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.

უიტკოფი ბოლოს რუსეთში აპრილში იმყოფებოდა და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.