წარმომადგენელთა პალატაში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტს უყარეს კენჭი.
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის რეკორდული ხანგრძლივობის სიტყვის შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე კონგრესმენთა უმრავლესობამ დონალდ ტრამპის კანონპროექტს დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა დემოკრატმა და ორმა რესპუბლიკელმა მისცა. ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია