ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ოფისში 'ფეიკი' უწოდეს Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც გაზეთის ცნობით, უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას ითვალისწინებს.
"ეს ყველაფერი უბრალოდ ყალბი ამბებია Washington Post-ისგან, ისინი უბრალოდ იგონებენ ამ ახალ ამბებს",- განაცხადა ტრამპის კამპანიის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა, New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
მილერის თქმით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპი არ დათანხმდება არცერთ სამშვიდობო გეგმას, სანამ დეტალურად არ შეისწავლის და არ შეაფასებს ამ გეგმის პარამეტრებს.
ამასთანავე, მილერმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც "მკვლელობების შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს", ხოლო ბაიდენი ამ პროცესის გაგრძელებას ემხრობა. ბაიდენის პოზიციაზე საუბრისას მილერი გულისხმობდა ადმინისტრაციის პოზიციას უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებასთან დაკავშირებით.