ოფიციალური ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორის გარდაცვალების მიზეზი გახდა "მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობა". მისმა სიკვდილმა ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან გრემი წლების განმავლობაში აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნეოდა.
ლინდსი გრემი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა სამხრეთ კაროლინას შტატს და განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა სამხედრო და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. კოლეგები და თანაპარტიელები მის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.




