ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.

„მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის კიევზე დარტყმებით. ეს არ არის საჭირო და თან ძალიან ცუდ დროს. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება!“, – წერს დონალდ ტრამპი.