ტარიფების პოლიტიკასთან მიმართებით შეერთებული შტატები ნამდვილად კარგად მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ტარიფების პოლიტიკასთან მიმართებით შეერთებული შტატები ნამდვილად კარგად მუშაობს. ძალიან საინტერესოა ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის. ყველაფერი სწრაფად მიდის წინ“, – წერს დონალდ ტრამპი.
ეს არის აშშ-ს პრეზიდენტის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ამერიკასთან მიმართებით ტარიფები 125%-მდე გაზარდა.