თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 30 ოქტომბერს შეხვდება.

ლევიტის თქმით, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეწვევა მალაიზიასა და იაპონიას, სადაც ის სხვადასხვა ლიდერებთან ცალკეულ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის თაობაზე გეგმავს.

თარგმანი: პირველი არხი