აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი კონფლიქტის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, მისივე თქმით, თეირანი ჯერ შეთანხმებისთვის მზად არ არის.
„ჩვენ ვესაუბრებით მათ. ვფიქრობ, ისინი ყველაზე სერიოზულად არიან განწყობილი, რაც კი ოდესმე გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგამდე მივალთ. ვნახავთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რა არის მისი სტრატეგია ომის დასასრულებლად, ტრამპმა უპასუხა, რომ ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს.
დონალდ ტრამპის თქმით, ერთი ვარიანტი სამხედრო გზაა – ამჟამინდელი მიდგომის გაგრძელება ან გაძლიერება, რომელიც, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ყველაფერს გაანადგურებს.
„ან არსებობს უფრო ჭკვიანური სტრატეგია – შეთანხმების დადება, რაც მათაც სურთ. უბრალოდ, არ მგონია, რომ ჯერ მზად არიან“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.








