ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი Truth Social-ზე აკეთებს.
ტრამპის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი და მისი ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია გახდება.
აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე თავის პოსტში ასევე აცხადებს, რომ მოგვიანებით - „როდესაც ყველაფერი დაწყნარდება“ - აშშ ირანში „ბირთვული მტვრის წასაღებად“ შევა.
გვაქვს მოლოდინი ირანთან და მთელ ახლო აღმოსავლეთთან გრძელვადიან თანამშრომლობის, წერს ტრამპი და დასძენს:
„ვიმედოვნებ, რომ მთელი პროცესი სწრაფად, მარტივად და შეუფერხებლად წარიმართება. თუ არა, ჩვენ გვაქვს იდეალური ალტერნატივა, რომელსაც, იმედი მაქვს, აღარასდროს გამოვიყენებთ!“




