შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასეთ განცხადებას truthsocial-ზე აკეთებს.

„ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენ ცხრა ირანული საზღვაო ხომალდი გავანადგურეთ და ჩავძირეთ. მათგან ზოგიერთი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. ჩვენ დანარჩენებსაც ვდევნით - მალე ისინიც ზღვის ფსკერზე იქნებიან! სხვა თავდასხმის დროს, ჩვენ მნიშვნელოვანწილად გავანადგურეთ მათი საზღვაო შტაბ-ბინა. სხვა დანარჩენ მხრივ მათი საზღვაო ფლოტი თავს ძალიან კარგად გრძნობს!“ - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.