აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ ისინი ამერიკისთვის იბრძვიან.
„მე ძალიან დავმეგობრდი ამ ქვეყნებთან, სწორედ ამიტომ ისინი ჩვენთვის იბრძვიან. ვიდრე მე ჩავერთვებოდი, ჩვენ არც კი გვისაუბრია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან. იცით, ბაიდენმა და ობამამ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი გარიყეს. ისინი ჩინეთისკენ აპირებდნენ წასვლას, მე კი ძალიან მოკლე დროში ჩავერთე და ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.









