აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „სიენენთან“ სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.
„ირანი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი ისინი მართლაც ნეიტრალიზებული არიან,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მარტივი იქნება ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, რომელშიც თავად აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.
„ეს ძალიან მარტივად იმუშავებს. იმუშავებს ისე, როგორც ვენესუელაში. ჩვენ იქ შესანიშნავი ლიდერი გვყავს. ის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. ეს იმუშავებს ისევე, როგორც ვენესუელას შემთხვევაში.
რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ ვარ. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკური არიან. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგ საქმეს გააკეთებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს – ისინი ყველა ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.








