რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბოლო საუბარი კარგი იყო, თუმცა ჯერ მისგან არაფერი გამოვიდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ორივე მხრიდან კვირაში 5 ათასზე მეტი ჯარისკაცი იღუპება.
"მან ისაუბრა იმაზე, რაზედაც სურდა და ისაუბრა იმაზე, რაზედაც არ სურდა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. თუმცა, ჯერ არაფერი გამოვიდა", - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, როგორც კი მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ, იწყება "არასაჭირო აფეთქებები" და პროცესი თავიდან იწყება.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დრონების ომია. დრონები კი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
"მათ ორივე მხარე იყენებს ისეთ დონეზე, რაც არავის წარმოედგინა. დიახ, ეს საშიშია. სინამდვილეში. ეს კარგი არ არის. ვის წარმოედგინა, რომ დრონი ასეთი ძლიერი იარაღი იქნებოდა, მაგრამ ის ბევრ სხვა იარაღს ცვლის, თვითმფრინავებსაც კი", - აღნიშნა ტრამპმა.