ომის დეპარტამენტს არამიწიერ სიცოცხლეზე დოკუმენტების გასაჯაროებას დავავალებ, - ამის შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"გამოხატული დიდი ინტერესის საფუძველზე, ომის დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს უცხოპლანეტელების, არამიწიერი სიცოცხლის, ამოუცნობი საჰაერო ფენომენების (UAP), ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა (UFOs) და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციის შესახებ, რომელიც კავშირშია ამ ძალზე რთულ, მაგრამ უკიდურესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან, სამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირებისა და გასაჯაროების პროცესის დაწყებას დავავალებ", - წერს დონალდ ტრამპი.