მოვისმინე, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალი აღარ არის, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც ძალიან გონივრული თავისი ქვეყნისთვის და ეს არის დანებება, - ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ილაპარაკა.

ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს "ჭორები" უწოდა.

"არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება, მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც ძალიან გონივრული თავისი ქვეყნისთვის და ეს არის დანებება", – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.