ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აკეთებს.

„კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება. მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში სავალალო მარცხი განიცადა: იმიგრაცია და ენერგეტიკა (დაიწყოს ნავთობის მოპოვება ჩრდილოეთ ზღვაში!). ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს!“- წერს დონალდ ტრამპი.


„სკაი ნიუსის“ ცნობით კირ სტარმერი გამოსასვლელ დღეებში მეუღლესთან ერთად  ჩეკერსში (პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში - „აიპრესი“) იმყოფება და თავის სამომავლო გეგმებს განიხილავს. ამასთან ერთად გამოცემა აღნიშნავს, რომ დღეს დილით მასთან საუბარში ბიზნესისა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ კაილმა, უარყო ინფორმაცია სტარმერის გადადგომის შესახებ.

„მე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება“ - თქვა მან დაამატა:

„უამრავ სპეკულაციას ვხედავ“.