აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დათანხმდა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში წერს.
ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ "ჰამასიც" დათანხმდება შეთანხმებას.
"ჩემს წარმომადგენლებს ისრაელელებთან ღაზასთან დაკავშირებით ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ.
ისრაელი დათანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელ პირობებს, რომლის დროსაც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ ომის დასასრულებლად.
კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს მშვიდობის მისაღწევად, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას.
იმედი მაქვს, რომ ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, ჰამასი ამ შეთანხმებას მიიღებს, რადგან სიტუაცია არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება," - წერს ტრამპი.