ამერიკის პრეზოდენტ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანს სურს შეთანხმების დადება.
ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება და ეს კარგი იქნება აშშ-სთვის და ჩვენი მომხრეებისთვის. მაგრამ განა დემოკრატები და სხვადასხვა, ერთი შეხედვით, არაპატრიოტი რესპუბლიკელები არ ესმით, რომ ჩემთვის გაცილებით რთულია ჩემი საქმის სათანადოდ შესრულება და მოლაპარაკება, როდესაც პოლიტიკური ჰაკერები ნეგატიურად „ჭიკჭიკებენ“ აქამდე უპრეცედენტო დონეზე, ისევ და ისევ, რომ უნდა ვიმოქმედო უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა, ან ომში წავიდე, ან არ წავიდე ომში, ან რაც არ უნდა იყოს. უბრალოდ დაჯექით და მოდუნდით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება - ყოველთვის ასეა! - წერს დონალდ ტრამპი.









