ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ენბისი ნიუსთან“ მოკლე სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა ირანელებთან მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ რაიმე განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე, თუმცა მკვეთრად გააკრიტიკა ირანის მოწოდება ახალგაზრდების მიმართ, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შექმნის შესახებ.
„ეს სრულიად უკანონოა“, - თქვა მან. „მათ ამის უფლება არ აქვთ“.
რაც შეეხება იმას, თუ რამ აიძულა ის დღეს დილით გამოექვეყნებინა კომენტარი, რომ „დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია დაიღუპება“ - კომენტარი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით უარყოფითი რეაქცია გამოიწვია - მან მხოლოდ ეს თქვა: „თქვენ თვითონ უნდა გაარკვიოთ“.




