აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი რაიმე ქმედებას განახორციელებს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდებას დაბლოკავს, აშშ ირანს გაცილებით მძიმე დარტყმას მიაყენებს. ამის შესახებ ის Truth Social-ში წერს.

"თუ ირანი რაიმე ქმედებას განახორციელებს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს," - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ასევე გაანადგურებს ადვილად მისაწვდომ სამიზნეებს, რაც შეუძლებელს გახდის ირანის, როგორც სახელმწიფოს, აღდგენას.

"სიკვდილი, ცეცხლი და მძვინვარება გაბატონდება მათზე. მაგრამ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ასე არ მოხდეს!" - თქვა ტრამპმა.