აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა დროთა განმავლობაში გამოსწორდება და ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის მცირე ფასია.

"ნავთობის ფასების მოკლევადიანი ზრდა, რომელიც სწრაფად შემცირდება ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ, ძალიან მცირე ფასია, რომელიც უნდა გადავიხადოთ შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. მხოლოდ სულელები ფიქრობენ სხვაგვარად!", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.