აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „სრულად დამარცხებულია“ და შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა თავად ამ ეტაპზე მოლაპარაკებების წინააღმდეგია. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ორი კვირის თავზე გააკეთა.
პარალელურად, რეგიონში საბრძოლო მოქმედებები და იერიშები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, თავდასხმა განხორციელდა ერაყში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზეც.
„თეირანი სრულად დამარცხებულია და მათ შეთანხმება სურთ, თუმცა მე ამ უკანასკნელი შესაძლებლობის მომხრე არ ვარ“, — აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.








