აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია და ამის გამო უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბევრჯერ მისაუბრია პრეზიდენტ პუტინთან და ჩვენ კარგი უერთიერთობა გვქონდა. ის რაკეტებს უშვებს ქალაქებში, როგორიცაა კიევი და კლავს ადამიანებს მოხუცთა თავშესაფარში და მსგავს ადგილებში. შევამცირებ მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი, რაც მოხდება" – ამბობს ტრამპი.
ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ მეორად სანქციებს დააწესებს".