აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში იარაღი უნდა დაყაროს.
ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასმა" იარაღი უნდა დაყაროს, "რადგან მათ განაცხადეს", რომ ამას სამშვიდობო პროცესის ფარგლებში გააკეთებდნენ.
"თუ ისინი იარაღს არ დაყრიან, ჩვენ დავაყრევინებთ. და ეს სწრაფად და შესაძლოა სასტიკადაც მოხდეს, მაგრამ ისინი დაყრიან", - თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ უთქვამს თუ როგორ აპირებს მებრძოლებს იარაღის დაყრა აიძულოს, თუმცა აღნიშნა: "იციან, რომ თამაშებს არ ვთამაშობ".