დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებით დიდი პროგრესია მიღწეული.
„დიდი პროგრესია რუსეთთან დაკავშირებით. თვალყური ადევნეთ სიახლეებს“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელშიმედია „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის გააკრიტიკა.
„რუსეთს თუ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვის დათმობას დავაძალებდი, ყალბი ამბები და მათი პარტნიორი, რადიკალური მემარცხენე დემოკრატები, იტყოდნენ, რომ საშინელი შეცდომა და ძალიან ცუდი შეთანხმება დავუშვი. სწორედ ამიტომ არიან ისინი ყალბი ამბები. ასევე, მათ უნდა ისაუბრონ 6 ომზე და ა.შ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.