აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას შენჭენის აეროპორტში, თვითმფრინავთან დახვდა.
ტრამპის განცხადებით, ეს შეერთებული შტატების მიმართ ჩინეთის პატივისცემის გამოხატულებაა.
„ამ მოგზაურობის დროს ყველგან, სადაც ვიყავი და ყველა ლიდერთან, რომელსაც შევხვდი, აშკარა იყო, რომ ამერიკას კვლავ ისე სცემენ პატივს, როგორც არასდროს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ პრეზიდენტი სი თვითმფრინავთან დაგვხვდა. ის პირადად მე კი არა, ჩვენს ქვეყანას დახვდა. მან ეს პირველად გააკეთა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას პატივს სცემს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა თავისი წინამორბედი ჯო ბაიდენიც ახსენა.
„ის მძინარე ჯოს თვითმფრინავთან არ დახვედრია, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.








