ჩინეთის ქალაქ შენჯენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა იმართება.
როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები, მათ შორის, The Guardian და Al Jazeera იტყობინებიან, მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრიდან ბევრი შესანიშნავი რამ გამოვა.
ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ეს ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრაა 2025 წელს ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. დღევანდელი დიალოგის მთავარ თემებს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება, გლობალური კონფლიქტები (მათ შორის, ირანის საკითხი), ვაჭრობა და ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.
პირისპირ მოლაპარაკებების გარდა, დღესვე შენჯენში დაგეგმილია ისტორიული სამმხრივი სამიტი დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მონაწილეობით. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი შეხვედრა ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდება.




