დიდი ხნის ჩაგრული აშშ კვირაში უკვე მილიარდობით დოლარს იბრუნებს ტარიფების გზით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"ნავთობის ფასმა დაიწია, საპროცენტო განაკვეთმა დაიწია (ნელა მოძრავმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაკვეთი უნდა შეამციროს!), საკვების ფასებმა დაიკლო, ინფლაცია საერთოდ არ არის და დიდი ხნის განმავლობაში ჩაგრული აშშ კვირაში უკვე მილიარდობით დოლარს იბრუნებს მჩაგვრელი ქვეყნებისგან ტარიფების საშუალებით, რომლებიც უკვე ამოქმედდა.

ეს ხდება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათგან ყველაზე დიდმა მჩაგვრელმა, ჩინეთმა, რომლის ბირჟები ვარდნას განიცდიან, სულ ახლახან 34%-ით გაზარდა ტარიფები დამატებით დიდი ხნის განმავლობაში [არსებული] სასაცილოდ მაღალი ტარიფებისა (პლუს!). ისინი არც აცნობიერებენ ჩემს გაფრთხილებას მჩაგვრელი ქვეყნების მიმართ, რომ [საპასუხო ტარიფები არ დააწესონ].

მათ ათწლეულების განმავლობაში საკმარისი [რაოდენობის მოგება ნახეს] და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს ძველი აშშ! ჩვენი წინა "ლიდერების" ბრალია, რომ ეს და კიდევ ბევრი სხვა რამე დაუშვეს, რომ ჩვენს ქვეყანას დამართოდა. გახადე ამერიკა კვლავ დიდებული!" - წერს დონალდ ტრამპი.