აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ აშშ-ს დელეგაციას ფორუმზე აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი ხელმძღვანელობს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი, შრომის მინისტრი ალექს აკოსტა და სხვა ოფიციალური პირები. დელეგატებს შორის არიან პრეზიდენტის მრჩევლები: ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი წინა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, აუცილებელია არა მარტო ეკონომიკაში ინვესტირება, არამედ ადამიანურ კაპიტალშიც. 2019 წელს, ფორუმი 22 იანვრიდან- 25 იანვრამდე გაიმართება. გამოცემა "Financial Times"-ი იტყობინება, რომ თავდაპირველად მისი ორგანიზატორები ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსების მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდნენ.