ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truthsocial-ზე აკეთებს.

ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთელ ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და, საბოლოოდ, ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა! განვიხილეთ სამშვიდობო შეთანხმების მრავალი საკითხი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება. პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ, რომ ეს დასრულდეს. ეს პროცესი ახლა სრულადაა დაძრული. იმედია, რომ ჩვენ კაცობრიობის ინტერესების შესაბამისად შევასრულებთ ამ სამუშაოს, - წერს დონალდ ტრამპი.