აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან უთანხმოება აქვს. ამის შესახებ ტრამპმა კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მძევლები დაუყოვნებლივ უნდა დავაბრუნოთ. ეს არის ის, რაც ისრაელის ხალხს უნდა. ჩვენ ასევე გვინდა საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ეს დასრულდება. თქვენ იცით, „ჰამასი“ ამბობს, რომ ისინი აპირებენ მძევლების სატყუარად გამოყენებას. მათ სურთ, მძევლები წინ დაიყენონ, ეს სასტიკია. ასე რომ ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან უთანხმოება მაქვს. ეს ჩვენს შორის არსებული მცირე რაოდენობის უთანხმოებათაგან ერთ-ერთია“, – აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის და პრეზიდენტი თანხმდებიან მშვიდობისა და საგზაო რუკის საჭიროებაზე, რადგან ღაზაში არსებული სიტუაცია მიუღებელია.

თარგმანი: პირველი არხი