გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის პარალელურად ლონდონში საპროტესტო მსვლელობა იმართება. დემონსტრაციის ორგანიზატორია გაერთიანება „შევაჩეროთ ტრამპის კოალიცია“, რომელიც 50-ზე მეტ ჯგუფს აერთიანებს, მათ შორის გარემოსდამცველ, პალესტინის მხარდამჭერს და რასიზმის მოწინააღმდეგე ჯგუფებს.
აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში უჭირავს პლაკატები წარწერებით „არა რასიზმს“, „არა ტრამპს“, „შეწყვიტეთ ისრაელის შეიარაღება“.
ლონდონში უსაფრთხოებას იცავს 1 600-ზე მეტი სამართალდამცველი.
დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში დღეს ჩავიდა. ტრამპი უინძორების სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა.
ცნობისთვის, ეს გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტია. ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.
თარგმანი: პირველი არხი