აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა გავიდეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან, თუ პროგრესი მიღწეული არ იქნება. იუწყება CNN.
ტრამპის თქმით, მან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, ჰკითხა, როდის შეწყვეტდა ის "სისხლის ღვრას" უკრაინაში.
"მე ვკითხე: "როდის შევაჩერებთ ამ სისხლის ღვრას, ამ ხოცვა-ჟლეტას?" ეს ხოცვა-ჟლეტაა და მე მჯერა, რომ მას მისი შეჩერება სურს," - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ დაინახავს, რომ დახმარებას ვერ შეძლებს, მოლაპარაკებებიდან გავა. მან დასძინა, რომ საქმეში "ძალიან დიდი ეგოებია" ჩართული.
"გეუბნებით, დიდი ეგოებია ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც მოხდება. და თუ ეს არ მოხდება, მე უბრალოდ უკან დავიხევ და მათ გაგრძელება მოუწევთ," - განაცხადა ტრამპმა.