აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. იუწყება Bloomberg.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზია "სავაჭრო დეფიციტი და ფენტანილის შემოდინება."

ტრამპის თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი კანადიდან და მექსიკიდან საქონელზე ტარიფების დაწესებისთვის: არალეგალური მიგრანტები, რომლებიც შევიდნენ და იმყოფებიან ქვეყანაში, ნარკოტიკები და უზარმაზარი სუბსიდიები, რომელსაც შეერთებული შტატები კანადასა და მექსიკას უწევს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფის 25%-იანი ზრდა შესაძლოა, იყოს მინიმალური ან მისი დონე შესაძლოა, გაიზარდოს ან არ გაიზარდოს დროთა განმავლობაში".

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ჯერ კიდევ განიხილავს ნავთობის ტარიფებისგან გათავისუფლებას,