აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდა.
დონალდ ტრამპმა იაპონიის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ის ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნება.
ტრამპმა და ტაკაიჩიმ ხელი მოაწერეს ორ ახალ შეთანხმებას -აშშ-იაპონიის ურთიერთობების ახალ "ოქროს ხანასთან" დაკავშირებით და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას.
პირველი შეთანხმება ეხება აშშ-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება კი ქმნის ჩარჩოს იშვიათი მინერალების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მიტაკაიჩისა და ტრამპის მოლაპარაკებები 28 ოქტომბერს ტოკიოში გაიმართა.
ეს იყო პირველი შეხვედრა იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის მას შემდეგ, რაც ტაკაიჩიმ თანამდებობა 21 ოქტომბერს დაიკავა.
დონალდ ტრამპი იაპონიაში აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.




