აშშ-ის ჯარი არ აპირებს ევროპის ტერიტორიის დატოვებას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განუცხადა.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა – ფიქრობს თუ არა ევროპიდან ყველა ამერიკული ჯარის გაყვანაზე სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რაზედაც ტრამპმა განაცხადა, რომ მას ამის გაკეთებას არავინ სთხოვს.

"არავინ გვთხოვს ამის გაკეთებას, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება გვჭირდება. მე არ მსურს ამის გაკეთება, ეს არასდროს ყოფილა განხილვის საგანი", - თქვა ტრამპმა.