რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ 6-7 საათი გაგრძელდება.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"ზოგადად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, რა თქმა უნდა, ამაზე მინიმუმ 6-7 საათი დაიხარჯება“, - განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ თავდაპირველად გაიმართება პირისპირ საუბარი, თანაშემწეების მონაწილეობით. შემდეგ, მოლაპარაკებები გაგრძელდება დელეგაციების ფარგლებში, შესაძლოა სამუშაო სადილის ფორმატში, რის შემდეგაც, დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.