დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
ჯონ ჰილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს ხვდება. შმიგალის განცხადებით, მხარეები "რამშტაინის ფორმატის" შეხვედრის საკითხებს განიხილავენ, რომელიც ლონდონში გაიმართება.
უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ თავდაცვით პროგრამებზეც იმსჯელებენ.
ჰილიმ უკვე მოინახულა რუსული დარტყმით დაზიანებული ბრიტანული საბჭოს შენობა.