დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, - იტყობინება გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი.

"დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის უკრაინაში მივესალმები. ჩვენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებსა და უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთობლივ პროექტებს განვიხილავთ", - დაწერა ზალუჟნიმ Telegram-ის საკუთარ არხზე.

ვალერი ზალუჟნიმ დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.