დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული შიდა მოკვლევით გაირკვა, რომ სულ მცირე 20 პაციენტს ძუძუს კიბოს მკურნალობისას მასტექტომია (მკერდის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა) სრულიად უსაფუძვლოდ ჩაუტარდა.
ამ დროისთვის შესწავლილი 514 საქმიდან, 315 შემთხვევაში პაციენტებმა მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღეს (მათ შორის, ერთი პაციენტი გარდაიცვალა). კლინიკაში გამოვლინდა დაგვიანებული დიაგნოსტიკის, არასწორი ოპერაციებისა და ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა შემთხვევა (მკურნალობის ნაწილი კლინიკის ხელმძღვანელის კერძო დაწესებულებაში იყო გადამისამართებული).
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება და განიხილება 2015 წლიდან მოყოლებული 10 000-მდე პაციენტის ისტორიის გადახედვის შესაძლებლობა. კლინიკის ახალმა დირექტორმა დაზარალებულებს ბოდიში საჯაროდ უკვე მოუხადა.








