გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის კვალდაკვალ რუს ბიზნესმენებს — ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციებს არ მოუხსნის. ამის შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გამართულ დახურულ შეხვედრაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, იუწყება სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ბერნემმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უსმანოვი და ფრიდმანი სანქცირებული პირების სიიდან ამოიღეს.
ევროკავშირის საბჭომ 22 სექტემბერს ორივე ბიზნესმენი სანქციების სიიდან ამოიღო. ამავდროულად, დაახლოებით 3 000 სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვები ერთბაშად სამი წლით — 2029 წლის 22 სექტემბრამდე გაგრძელდა. აქამდე სანქციების რეჟიმის განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ იყო საჭირო.




