დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უჩვეულო დღე - "პის" საერთაშორისო დღე აღინიშნება (International π Day).
პირველად დღე 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14...
ამ უცნაურ რიცხვს ჩვენ უკვე სკოლის დაწყებით კლასებში ვხვდებით, როდესაც სწავლებაში წრე და წრეწირი შემოდის. პი ირაციონალური რიცხვია, იგი დაახლოებით 3.14159...-ს უდრის და წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია.
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ეს რიცხვი ბაბილონელმა ჯადოქრებმა აღმოაჩინეს. იგი ცნობილი ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას გამოიყენებოდა. თუმცა, პის მნიშვნელობის არაზუსტმა განსაზღვრებამ ბაბილონის გოდოლის ნგრევა გამოიწვია. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს რიცხვი იყო ლეგენდარული მეფე სოლომონის აკლდამის მშენებლობის მათემატიკური კონსტანტა.
აგრეთვე აღსანიშნია, რომ სწორედ ეს რიცხვი, შემთხვევით თუ გამიზნულად ემთხვევა ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის დაბადების თარიღს.