
დღეს ინგლისში წმინდა გიორგის დღეს აღნიშნავენ (ვიდეო)

1587650350
ყოველწლიურად, 23 აპრილს, ინგლისში წმინდა გიორგის დღეს აღნიშნავენ
ინგლისელები წმინდა გიორგის ინგლისის მფარველად მიიჩნევენ. მისი მფარველ წმინდანად გამოცხადება მეფე ედუარდ III-ის მიერ, 1350 წელს მოხდა. 1415 წელს, ჰენრი V ლანკასტერის მეფობის დროს, წმინდა გიორგის ხსენების დღე ეროვნული დღესასწაულად იქცა და აქედან მოყოლებული დასვენების დღეს იყო ასეულობით წლების განმავლობაში. ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მე-18 და მე-19 საუკუნეებში შესული შოტლანდიის და ირლანდიის მფარველი წმინდანების, წმინდა ანდრიას და წმინდა პატრიკის დღეები სადღესასწაულოსთან ერთად დასვენების დღეებიცაა, ხოლო წმინდა გიორგი ხსენების დღე, მიუხედავად პოლიტიკოსთა არაერთგზის დაპირებისა, დასვენების დღედ არ არის გამოცხადებული.
წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია და წმინდა გიორგის დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნება. ტრადიციული საზეიმო მსვლელობების, თემატური ფესტივლების, პაბებში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ნაცვლად, ინგლისელები წმინდა გიორგის დღეს თავიანთ სახლებში და... საავადმყოფოებში დღესასწაულობენ.
დღეს, დილიდან, დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის დროშასთან ერთად წმინდა გიორგის დროშაც (დიდი, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე) აღიმართა. "Cohesion Plus"-მა გიორგობის დღის აღსანიშნავად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა. ფილმში სხვადასხვა ცნობილი ადამიანები ინგლისელებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავენ და ამავე დროს, მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. "Emperor and King Penguins"-ი ანიმაციური ფილმით მოუთხრობს მაყურებელს წმინდა გიორგის შესახებ, საფეხბურთო ასოციაციამ კი ვიდეოში ჰუსეინ მანავერის ლექსის ტექსტზე დაამონტაჟა ამაღელვებელი კადრები.
