დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი სტეფან დე კეერსმაიკერი ავრცელებს.

ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წარადგენს.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, გაფართოების ანგარიში გაფართოების პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს. სწორედ ეს ანგარიში შეაფასებს კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესს, რომელიც განსაზღვრავს, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე და ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.