დღეიდან ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ახალი 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული.

ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვას კი ოლივერ ვარჰეი ჩაუდგება სათავეში.