ბელგიის პრემიერი ბარტ დე ვევერი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ გეგმას აღარ წარმოადგენს. 

ამის შესახებ დე ვევერმა ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, ევროპულ საკითხებზე ფედერალურ მრჩეველთა კომიტეტში განაცხადა, სადაც გასული კვირის ევროპული სამიტი შეაჯამა.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის რუსული აქტივებით დაფინანსების მიზნით ევროკომისია ახალ წინადადებას აღარ წამოაყენებს. ეს იქ, სამიტზე ითქვა“, — თქვა დე ვევერმა.

გასულ წელს სწორედ დე ვევერმა დაბლოკა იდეა, რომ Euroclear-ში გაყინული 185 მილიარდი ევრო უკრაინისთვის გამოეყენებინათ. სანაცვლოდ, ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის კიევის 90 მილიარდიანი სესხი გამოუყო, თუმცა ეს საკმარისი არ არის — ზელენსკიმ სამიტზე სამიტზე 2027 წლისთვის დამატებით კიდევ 70 მილიარდი მოითხოვა.  

დე ვევერმა ამჯერად გააკრიტიკა ჰოლანდიის ახალი პრემიერ რობ იეტენი, რომელმაც რადიოთი განაცხადა, რომ გაყინული ფულის ჩამორთმევა უნდა.

„ყველას არ ახსოვს შარშანდელი დებატები. ახალი ლიდერები მოვიდნენ და იმავე არგუმენტებს აბრუნებენ, რომლებიც მე გასულ წელს ჩანასახშივე ჩავკალი", — თქვა მან.

მისივე თქმით, კოლეგები გააფრთხილა, რომ ასეთი განცხადებებიც კი სამართლებრივ რისკს ქმნის და ამ გაფრთხილებამ იმოქმედა:

„ერთმა კოლეგამ დერეფანში მითხრა: ისეთი შეგნება იყო, თითქოს დებატებს ცეცხლმტყორცნით გადაუარეო“, ხოლო „მაგიდის გარშემო მსხდომთ ამ თემის გასაგრძელებლად განსაკუთრებული ენთუზიაზმი აღარ ეტყობოდათ“.

დე ვევერმა ასევე შეახსენა კომიტეტს, რომ 2025 წლიდან აქტივების განბლოკვას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება და „ეს უმრავლესობა არ არსებობს — სრულიადაც არ არსებობს".

ბელგიის პოზიცია უცვლელი რჩება — აქტივები Euroclear-ში რჩება, ხოლო უკრაინის დაფინანსება ერთობლივი ევროობლიგაციებით უნდა მოხდეს.

წყარო: belgashare.be

მოამზადა რაულ კაპანაძემ