ასეთი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა ვაშინგტონში  დანიის საელჩოში აშშ-ს და დანიას და გრენლანდიას შორის დასრულებული შეხვედრის შედეგების შესახებ დანიის და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ  პრესკონფერენციაზე გააკეთა

„ყოველ დილით ახალი მუქარების  წინაშე ყოფნისას ინოვაციური გადაწყვეტილებების მოფიქრება ადვილი არ არის“, - თქვა ლარს ლიოკე რასმუსენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველას ინტერესშია, ეცადონ გაარკვიონ, რა არის შესაძლებელი ყველა მონაწილისთვის - მთავარია, ეს პატივისცემით გაკეთდეს“.

მისი თქმით, ის და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივიან მოცფელდტი, ეჭვქვეშ აყენებენ ამერიკულ ნარატივს გრენლანდიაში რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან საფრთხის შესახებ. იგი აცხადებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე მყისიერი საფრთხე არ არსებობს. გრენლანდია ამჟამად დანიის სამეფოს ნაწილია და უახლოეს მომავალში კვლავ სამეფოს შემადგენლობაში დარჩება.

ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ დაგვისაკუთროს. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც მოკავშირეებმა“, - დასძენს ვივიან მოცფელდტი და ხაზს უსვამს, რომ

„უმნიშვნელოვანესია, რომ გრენლანდიას სურს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს, შეერთებული შტატების საკუთრებაში ვიყოთ“- დასძენს გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

 
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, ამბობს ლიოკე ტრამპის მიერ მოყვანილი მოვლენების ვერსიის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ლარს ლიოკე რასმუსენი ამტკიცებს, რომ ტრამპის სიტყვებში ყოველთვის არის გარკვეული სიმართლე, თუმცა მისი მტკიცება ჩინურ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით არაა მართალი. 

„მტკიცება, რომ ჩვენ ყველგან გვყავს ჩინური სამხედრო ხომალდები, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ათი წელია არ მომხდარა“.

ლარს ლიოკე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ერთიანი გადაწყვეტილებით არ დასრულებულა, მონაწილეები ერთ საკითხზე შეთანხმდნენ:

„ჩვენ შევთანხმდით, რომ აზრი აქვს დავსხდეთ და განვიხილოთ, შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის სურვილების შესრულება დანიის სამეფოს „წითელი ხაზების“ პატივისცემით“, ამბობს ის.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს, დანიას და გრენლანდიას თანამშრომლობის გაძლიერება სურთ. სწორედ ამიტომ ქმნიან ისინი სამუშაო ჯგუფს.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა რამდენიმე კვირაში გაიმართება.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან ამ სფეროში პროგრესის მისაღწევად. და მზად ვართ კიდევ უფრო შორს წავიდეთ“, - თქვა მან.

ამიტომ, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ასევე იყო ურთიერთგაგების მიღწევა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.