"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა.
CPJ–ს ცნობით, მათგან 26 პალესტინელი იყო, 4 ებრაელი და 1 ლიბანელი. დაშავდა 8 ჟურნალისტი, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა.