ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ მაიკ უოლცს შესთავაზა, – იუწყება CNN.

50 წლის უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია. იგი ამერიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში 20 წელზე მეტხანს მსახურობდა. იგი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ უოლცი თეთრ სახლსა და პენტაგონში მუშაობდა.

უოლცი ცნობილია ჩინეთისადმი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით.