ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ნაწილი ხმელთაშუა ზღვაში მყოფმა ამერიკულმა ხომალდებმა ჩამოაგდეს. როგორც CNN იუწყება, აშშ–ის ხმელთაშუა ზღვაში სამი ხომალდი USS Arleigh Burke, USS Cole და USS Bulkeley ჰყავს.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ირანის ცნობით, მისი გუშინდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.